შოვში მიმდინარე სამძებრო სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაური გაეცნო
შოვში მიმდინარე სამძებრო სალიკვიდაციო სამუშაოებს თავდაცვის ძალების მეთაური გაეცნო. გიორგი მათიაშვილი სტიქიის ეპიცენტრსა და საველე მართვის პუნქტში იმყოფებოდა. გენერალ-მიორს თავდაცვის ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის მონაწილეობის, მათი უშუალო დავალებების, ტექნიკისა და სამუშაო ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
