რა ვითარებაა სტიქიიდან მეთოთხმეტე დღეს რაჭაში
რაჭაში სტიქიის ეპიცენტრი ფაქტობრივად უკვე შესწავლილია. გადასამოწმებელია დამეწყრილი ტერიტორიის დაახლოებით ხუთი პროცენტი. განუწყვეტლივ გრძელდება სამძებრო-სალიკვდიაციო სამუშაოები. სტიქიიდან მეთოთხმეტე დღეს ეპიცენტრში არსებული ვითარება ასეთია - აღდგენილია ხიდები, გაწმენდილია გზები, მდინარე ჭანაჭახი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა. ახლა მთავარ გამოწვევად რჩება შვიდი დაკარგულის პოვნა
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
