სტიან იენსენის განცხადებას უცნაური უწოდა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა
სტიან იენსენის განცხადებას უცნაური უწოდა უკრაინის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა. ოლექსი დანილოვის განცხადებით, საერთოდ გაუგებარია, რატომ გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოიპოვოს.
