ნატოს წარმომადგენლის განცხადებას მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკიც
ნატოს წარმომადგენლის განცხადებას მწვავედ აკრიტიკებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მიხაილო პოდოლიაკიც. „ტერიტორიის ნატოს ქოლგაზე გაცვლა უცნაურია. ეს ნიშნავს დემოკრატიის დამარცხების გააზრებულ არჩევას, გლობალური დანაშაულის წახალისებას, რუსეთის რეჟიმის შენარჩუნებას, საერთაშორისო სამართლის განადგურებასა და ომის სხვა თაობებისთვის გადაცემას. თუ პუტინი არ განიცდის გამანადგურებელ მარცხს, არ შეიცვლება პოლიტიკური რეჟიმი რუსეთში და არ დაისჯებიან ომის დამნაშავეები, ომი აუცილებლად დაბრუნდება, რუსეთის უფრო დიდ მადასთან ერთად. პუტინის ტრიუმფი არ მოუტანს მშვიდობას მსოფლიოს, არამედ მოუტანს სირცხვილსა და ომს. მკვლელები არ უნდა წაახალისონ შემზარავი ინდულგენციებით,“- აცხადებს პოდოლიაკი.
