უკრაინა ხანგრძლივი ომისთვის უნდა იყოს მზად - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა
უკრაინა ხანგრძლივი ომისთვის უნდა იყოს მზად. ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშუკმა განაცხადა. „ამ ომში გამარჯვებისკენ გზა გრძელი და ძნელი იქნება. ორ-სამ კვირაში, წლის ბოლომდე თუ მომავალ გაზაფხულამდე გამარჯვებაზე საუბარი არასწორია. უკრაინის ყველა მოქალაქე უნდა მოემზადოს ხანგრძლივი და მძიმე ომისთვის, მარათონისთვის და არა სპრინტისთვის, 12-რაუნდიანი ბრძოლისთვის და არა 3 რაუნდიანისთვის,“- აღნიშნა ვერეშუკმა.
