"ბლექ სი არენაზე" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკული მუსიკალური ბენდი "The Killers"ქართველ აუდიტორიას ბოდიშს უხდის
"ბლექ სი არენაზე" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამერიკული მუსიკალური ბენდი "The Killers" ქართველ აუდიტორიას ბოდიშს უხდის. „ჩვენ არ გვსურდა არავის შეურაცხყოფა და ბოდიშს ვიხდით. ჩვენ თქვენთან ვართ და ვიმედოვნებთ, რომ მალე დავბრუნდებით“ - ვკითხულობთ მუსიკალური ბენდის ფეისბუქის გვერდზე. თავის მხრივ, ქართველ მსმენელს ბოდიშს უხდის ბლექსი არენა: „გვესმის ჩვენი სტუმრების ემოციების. არტისტის მოქმედება სცენაზე არ არის ბლექსი არენის პოზიცია. ვიაზრებთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, გულწრფელად ვიხდით ბოდიშს და გიზიარებთ არტისტის პასუხს მომხდართან დაკავშირებით. რუსეთი ოკუპანტია“. ვკითხულობთ ბლექსის განცხადებაში.
