თორნიკე რიჟვაძე იაპონიის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობოს თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე იაპონიის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა. შეხვედრის დროს ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში, მხარეებმა დაადასტურეს პოზიციები ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების შესახებ და გაცვალეს მოსაზრებები კულტურის, ეკონომიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე.
