სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები განუწყვეტლივ მიმდინარეობს
სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები განუწყვეტლივ მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაცია გრძელდება როგორც სტიქიის ეპიცენტრში, ასევე მდინარეების - რიონის და ჭანჭახის კალაპოტში. ცოტა ხნის წინ, სოფელ გლოლაში სტიქიის შედეგად დაღუპული ორი ადამიანი დაკრაძალეს.
