თავდაცვის ძალების რაგბის გუნდი საფრანგეთში გაემგზავრა
საქართველოს თავდაცვის ძალების გუნდი, რაგბის მსოფლიო სამხედრო ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად საფრანგეთში გაემგზავრა. თავდაცვის ძალების გუნდის წევრები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან თავდაცვის ძალების მთავარმა სერჟანტმა გიორგი გოგოჭურმა გააცილა და მორაგბეებს წარმატებული ასპარეზობა უსურვა.
