აფეთქება მახაჩყალაში
დაღესტნის დედაქალაქ მახაჩყალაში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარი აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაიღუპა და 66 დაშავდა. დაღუპულებს შორის ორი ბავშვია, დაშავებულებს შორის კი 13. აფეთქების შედეგად ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის ფართობმა 600-ს კვადრატულ მეტრს მიაღწია. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
