ხანძრის შედეგი ჰავაიზე
ჰავაიში სამაშველო ბრიგადებმა ტყის ხანძრის შედეგად დამწვარი სახლებისა და ავტომობილების შემოწმება დაიწყეს. ვარაუდობენ, რომ ოპერაციის შედეგად დღე-ღამეში მაშველები 10-დან 20-მდე დაღუპულს მიაგნებენ. ამ დროისათვის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 96-ს შეადგენს.
