ტრამპი ბრალდებას გამოეხმაურა
ჯორჯიის შტატის ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ შეერთერბული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და კიდევ 19 პირს 2020 წლის არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის გამო ბრალი წაუყენა. 98 გვერდიანი საბრალდებო დოკუმენტი 41 პუნქტს მოიცავს, და 20 წლიან სასჯელს ითვალისწნებს. საბრალდებო დასკვნას თავად ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელში, „თრუ სოშელში“ გამოეხმაურა და ბრალდებებს „კუდიანებზე ნადირობა“ უწოდა.
