ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა
ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქში ჩავიდა და ფრონტის ხაზთან ახლოს უკრაინელ სამხედროებს შეხვდა. უკრაინის პრეზიდენტი იმ ბრიგადების შტაბებს ეწვია, რომლებიც „სოლედარის“ ოპერატიულ-ტაქტიკური ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში ოკუპანტებს უტევენ.
