ოკუპანტების იერიში
ღამის განმავლობაში უკრაინის უმეტეს ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ისმოდა. ქვეყნის სამხედრო საჰაერო ძალების ცნობით, საოკუპაციო ძალებმა კასპიის ზღვის რაიონიდან უკრაინის მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. რუსული რაკეტები დნეპრში საწარმოს მოხვდა, რამაც ხანძარი გამოიწვია. ვრცელდება ცნობა დაშავებულების შესახებ.
