ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის განახლება და მოწესრიგება გრძელდება
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მერიის თანადაფინანსებით გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს ცხემლისხიდი - უჩხუბი - ვაკიჯვრის დამაკავშირებელ გზაზე. სამუშაოების ფარგლებში, გზასთან ერთად, მოწესრიგდება ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე არხები.
