უკანონო სახერხი საამქრო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთსა და კახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს. ლენტური ტიპის სახერხი საამქროები, მოქალაქეებს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში და ქალაქ ახმეტაში ჰქონდათ მოწყობილი. გამოძიების ფარგლებში ამოღებულია წაბლის სახეობის 5 მორი და 21 კუბური მეტრი მოცულობის სხვადასხვა სახეობის ფიცარი.
