სინოპტიკოსების პროგნოზი
საქართველოს მასშტაბით ცხელი ჰაერის მასების გავრცელება კვლავ შენარჩუნდება. სინოპტიკოსების თქმით, მიმდინარე კვირის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა, გასულ კვირასთან შედარებით, 2-3 გრადუსით დაიკლებს, თუმცა ქვეყნის ტერიტორია კვლავ რჩება თბური ტალღის ზემოქმედების ქვეშ.
