პრესტური ინდური მედიის წარმომადგენლებისთვის
ინდოეთის მაღალრეიტინგული გამოცემების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურის ფარგლებში ინდოელმა ჟურნალისტებმა თბილისის ისტორიული უბნები, ქუთაისი და წყალტუბო დაათვალიერეს. მედიის წარმომადგენლები მესტიას ეწვევიან, ესტუმრებიან ჰაწვალს, ლატალს, უშგულს.
