ვითარება რიკოთზე - ირაკლი ქარსელაძის განცხადება
რიკოთზე 24-საათიანი მონიტორინგი მიმდინარეობს - დღეს რიკოთი არის უსაფრთხო - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ ჩამოსულა, არამედ აღმოჩენილი იყო პოტენციური კერა. მისივე თქმით, სწორედ ამის გამო ამ ტერიტორიზე სამანქანო მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდა.
