ხანძარი ჰავაიზე
ბოლო ასწლეულის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების ყველაზე მომაკვდინებელ ხანძარს 100-მდე ადამიანი ემსხვერპლა. ჰავაის მაუის კუნძულზე სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ხანძრით ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქ ლაჰაინაში, სამძებრო სამუშაოებმა ამ ეტაპზე ტერიტორიის მხოლოდ 3 პროცენტი დაფარა, რის გამოც შიშობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა მკვეთრად გაიზარდოს.
