გამაფრთხილებელი გასროლა
რუსულმა საზღვაო ხომალდმა, შავ ზღვაში, სატვირთო გემის მიმართულებით გასაფრთხილებელად გაისროლა. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, პალაუს დროშით მცურავი სატვირთო გემი უკრაინის პორტს უახლოვდებოდა, როდესაც რუსულმა საპატრულო ხომალდმა, ინსპექციის მიზნით, გაჩერება მოსთხოვა. რუსეთი ირწმუნება, რომ ხომალდმა მოთხოვნა არ შეასრულა, რის გამოც გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნეს.
