სამძიმრის წერილი
სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი შოვში სტიქიის შედეგად დაღუპულთა გამო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. სამძიმრის წერილში, რომელიც მან ირაკლი ღარიბაშვილს გამოუგზავნა ნათქვამია, რომ სერბეთი „ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კურორტ შოვში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაიღუპა. სერბეთის პირველმა პირმა საქართველოს პრემიერ მინისტრსა და დაღუპულთა ოჯახებს მოუსამძიმრა და დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.
