სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოები სტიქიის ზონაში
რა ხდება სტიქიის ზონაში, ტრაგედიიდან მეთორმეტე დღეს. შოვიდან - ამბროლაურამდე რიონის კალაპოტში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. მაშველები, ჯარი, პოლიცია - ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა დილიდან პრიორიტეტულ ადგილებზეა მობილიზებული. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, შოვში, სტიქიის ეპიცენტრში ტერიტორიის 26% დარჩა შესამოწმებელი. მინისტრის თქმით, ძიების შედეგად ნაპოვია მანქანა, რომელიც ცარიელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, მანქანის მეპატრონეები დაკარგულებად მიიჩნევიან და მიმდინარეობს მათი ძიება.
