სამხრეთ კორეასა და აშშ-ის სამხედრო წვრთნა
ამერიკის შეერთებული შტატები და სამხრეთი კორეა ერთობლივ სამხედრო წვრთნას იწყებენ. საზაფხულო სამხედრო სწავლება 21-31 აგვისტომდე პერიოდში ჩატარდება. წვრთნის მიზანი ჩრდილოეთ კორეის მხრიდან მომდინარე ბირთვულ საფრთხეზე მოკავშირეების რეაგირების პოტენციალის გაზრდაა. წვრთნაში ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას.
