ვითარება ფრონტის ხაზზე
რუსულმა არმიამ სარაკეტო იერიში ქალაქ ხერსონის ცენტრზე მიიტანა. დაიბომბა საცხოვრებელი რაიონი, არიან დაშავებულები. იერიშის შედეგების ამსახველი ვიდეომასალა ოლქის ადმინისტრაციამ გაავრცელა. ძლიერი აფეთქებების ხმა ისმოდა ღამით ოდესაში. ოკუპანტის თავდასხმის შედეგად 7 სასწავლო დაწესებულება, ასევე საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. რუსულმა არმიამ ოდესის ოლქს რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით შეუტია. უკრაინის არმიამ 15 დრონი და კალიბრის ტიპის 8 რაკეტა გაანადგურა.
