„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაცია დასრულდა
„მშვიდობის ხიდის“ რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში საფეხმავლო ხიდის დაზიანებული მონაკვეთები სრულად განახლდა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ხიდის საკიდებს, აღდგა სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები; განახლდა ხიდის მარცხენა სანაპიროზე არსებული დაზიანებული ბურჯი. მშვიდობის ხიდის რეაბილიტაციის პროექტისთვის, დედაქალაქის ბიუჯეტიდან მილიონ 400 000 ლარი დაიხარჯა. განახლებული ხიდი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა.
