საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 18%-ით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 12 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18%-ით მეტია. საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი თითქმის 3,5 მილიარდ დოლარზე მეტი იყო, ანუ გაიზარდა 15.7%-ით, ხოლო იმპორტი 8,5 მილიარდზე მეტი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ზრდამ 19% შეადგინა.
