„ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ არჩევნებზე კანდიდატები წარადგინა
„ქართული ოცნების“ სახელით გორისა და კასპის მაჟორიტარობისთვის გიორგი სოსიაშვილი, გურჯაანის მერის პოსტის დასაკავებლად კი გიორგი მაჭავარიანი იბრძოლებს. კანდიდატურები „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა და მათ განათლებასა და გამოცდილებაზე გაამხვილა ყურადღება. შეგახსენებთ, შუალედური არჩევნები 1-ელ ოქტომბერს ჩატარდება.
