ვითარება სტიქიის ზონაში
შოვიდან ამბროლაურამდე რიონის კალაპოტში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები, ჯარი, პოლიცია, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა დილიდან მობილიზებულია პრიორიტეტულ ადგილებზე. ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა ცხრა ადამიანი. სალიკვიდაციო სამუშაოების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა, გადასამოწმებელია დამეწყრილი ტერიტორიის დაახლოებით 25-26%. დღეს ეპიცენტრში არსებულ ვითარებას კიდევ ერთხელ გაეცნო შინაგან საქმეთა მინისტრი, გაიცა კონკრეტული დავალებები.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
