31 წელი აფხაზეთის ომიდან
აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. ომის შედეგად, აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია. საომარი მოქმედებების შედეგად, ქართული მხრიდან, ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა. ომმა და ომის შემდგომმა უწესრიგო შეტაკებებმა აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად გაანადგურა. დღესაც აფხაზეთის რეგიონი, რომელიც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, მძიმე სოციალური და ეკონომიკური პრობლემების წინაშე დგას.
