ვითარება სტიქიის ზონაში
სტიქიის ზონაში 9 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სალიკვიდიაციო სამუშაოების არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა მობილიზებულია მდინარეების, ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. სტიქიის დროს ჩამოტანილი მიწის მასის 60% უკვე გადამოწმებულია. რაჭაშია შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებს დღეს კიდევ ერთხელ გაეცნობა.
სიუჟეტის ავტორი: გიორგი აბაზაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
