პროტესტი ისრაელში
ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ პროტექსტი გრძელდება. ათასობით მოქალაქე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში შეიკრიბა, მომიტინგეებმა გზების გადაკეტვა დააანონსეს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილების შეზღუდვას, რაც აქციის მონაწილეთა თქმით, საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. თავის მხრივ, ისრაელის მთავრობა ამტკიცებს, რომ რეფორმა აუცილებელია ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის აღსადგენად, რომელიც ამ დრომდე დარღვეული იყო.
