დროებითი საზღვაო მარშუტები სასურსათო კრიზისის დასაძლევად
უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ცნობით უკრაინამ რეგისტრაცია გახსნა იმ საზღვაო გემებისთვის რომლებიც შავ ზღვაში დროებითი დერეფნით გადაადგილდებიან. უწყების ხელმძვანელის ინფორმაციით, დროებითი მარშრუტები გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევას ისახავს მიზნად, რაც კომპანიებს საშუალებას მისცემს, საბოლოოდ დაიბრუნონ თავიანთი სავაჭრო გემები, რომლებიც „ჰუმანიტარულ ტყვეობაში” არიან. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიწყებენ გემები ახალი მარშრუტების გამოყენებას. ასევე უცნობია ხანგრძლივობა, თუ რამდენ ხანს დარჩება ღია დერეფნები, რაც შავ ზღვაში განვითარებულ მოვლენებზეა დამოკიდებული.
