უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინისთვის
გერმანული კონცერნი „რაინმეტალი“ 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის შეიარაღებულ ძალებს დაზვერვისთვის ახალი თაობის უპილოტო საფრენი აპარატის, „ლუნა ენ ჯი“ სისტემას გადასცემს. ინფორმაციას გერმანული ბილდის ყოველკვირეული გამოცემა აქვეყნებს და იუწყება, რომ დრონი შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ როგორც სადაზვერვო სისტემა, არამედ შეუძლია უზრუნველყოს LTE-ის ქსელი და კავშირის ჩახშობა. დრონის ფრენის ხანგრძლივობა 12 საათზე მეტია, მონაცემთა გადაცემის დიაპაზონი კი 100კმ-ს აჭარბებს.
