ვითარება ფრონტის ხაზზე
რუსულმა საოკუპაციო ძლებმა უკარინის 9 ოლქი დრონებით, ნაღმმტყორცნებითა და არტილერიით დაბომბა. ვრცელდება ცნობები მშვობდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ. საარტილერიო იერიში განხორციელდა ხერსონის ოლქზე. შედეგად სულ მცირე 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 23 დღის ჩვილია. თავდასხმის შედეგად დაშავდა 12 წლის ბავშვი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა კრიტიკულია. უკარინის შეიარაღებული ძალები კი ხერსონის ოლქში რუსების მიერ მოწყობილი იარაღი საწყობის განადგურების შესახებ იუწყებიან. რუსული ძალების სამზნეში მოექცა მიკოლაევის ოლქი, მარიუპოლი, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ბახმუტშიც.
