ოფიციალური ვიზიტი ისრაელში
ისრაელში 4-დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. განიხილეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან და სხვადასხვა სექტორში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით თანამშრომლობაზე. ისარელში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციას იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა, თეოფილოს მესამემ უმასპინძლა.
