სამხედროები სამძებრო-სამაშველო სამუშაოები
უკვე მეთერთმეტე დღეა მაშველები შოვში დაკარგულებს ეძებენ. დამეწყრილი ტერიტორიის პარალელურად, სამძებრო ღონისძიებები გრძელდება მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. სამძებრო-სალიკვიდაციო სამუშაოებში კვლავ აქტიურად არის ჩართული ჯარი. შეიარაღებული ძალების წარმომადგნლები გადანაწილებულნი არიან პრიორიტეტულ ადგილებზე. ეროვნული გვარდიის სამხედროებისგან, რეზერვისტებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებისგან შემდგარი 18 ჯგუფი შოვიდან 54 კილომეტრის მანძილზე ერთობლივად მუშაობენ.
