ვითარება ფრონტის ხაზზე
გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინელ სამხედროებსა და რუს ოკუპანტებს შორის 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით საოკუპაციო ძალებმა უკრაინული პოზიციებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით 7 სარაკეტო, 47 საავიაციო იერიში და რეაქტიული საზალპო სისტემიდან 43 თავდასხმა განახორციელეს. ვრცელდება ცნობები დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.
