ოფიციალური ვიზიტი ისრაელში
საქართველოს პარლამენტის ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთთან მეგობრობის ჯგუფი გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით ისრაელში იმყოფებოდა. 4 დღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართეს. განიხილეს საქართველოს მოქალაქეების მიერ ისრაელის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან და სხვადასხვა სექტორში საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად დასაქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებული საკითხები.
