კირბის განცხადება
ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, შეერთებული შტატები მზადაა უკრაინელი პილოტები ეფ-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის თავის ტერიტორიაზე მოამზადოს. "ამ მიმართულებას ჩვენი ევროპელი მოკავშირეები ხელმძღვანელობენ, მაგრამ თუ ევროპაში წვრთნის შესაძლებლობები ამოიწურული იქნება, მზად ვართ უკრაინელი პილოტები შეერთებულ შტატებში მოვამზადოთ,“-აღნიშნა კირბიმ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვაშინგტონი უკრაინისთვის ეფ-16-ების მიწოდებას მხარს უჭერს.
