ომი უკრაინაში
უკრაინაში, რუსული აგრესიის 535-ე დღე. საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ისევ ბომბავენ. საჰაერო და საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა გაზრდილია დონეცკის, ზაპოროჟიის, დნიპროსა და ხარკოვის მიმართულებით. დღეს დილით ზაპოროჟიეში სარაკეტო იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 12 დაშავდა. დონეცკში კი საატრილერიო დარტყმას 2 ადამიანი ემსხვერპლა.
