სამძიმრის წერილები
დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს უსამძიმრებს. რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს სამძიმრის წერილს უგზავნის მონტენეგროს პრემიერ-მინისტრიც. ის შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს. ირაკლი ღარიბაშვილს უსამძიმრებს სომეხთა კათალიკოსი გარეგინ მეორეც. წერილში ნათქვამია, რომ სომხეთის სამოციქულო ეკლესია ლოცულობს, რათა ღმერთმა ნუგეში და შვება მისცეს დაღუპულთა ახლობლებს, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება.
