ვითარება შოვში
სტიქიის ზონის მიმდებარედ უკვე რამდენიმე დღეა მოქალაქეებისთვის უფასო კვებას ონის მუნიციპალიტეტის მერია და წითელი ჯვარი ყოველდღიურად უზრუნველყოფენ. ადგილზე მოწყობილია მერიის მიერ გაშლილი სპეციალური კარვებიც, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია საკვები მიიღოს. მოხალისეებს შორის ერთერთი ჩეხეთის მოქალაქეა, რომელიც 3 აგვისტოს, სტიქიის ეპიცენტრთან იმყოფებოდა და დამეწყრილი ხეობიდან მაშველებმა გამოიყვანეს. საკუთარი სურვილით ის, საკვების მომზადებაში მონაწილეობს, რომლითაც სამეძებრო სამუშაოებში ჩართულებს უმასპინძლდებიან.
