საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრებმა ესტონეთი დაამარცხა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ბე დივიზიონში ნახევარფინალში გავიდა და ელიტარულ, ა დივიზიონში ასასვლელად 1 მოგება აკლია. ნიკა ცინცაძისა და ლევან ტყეშელაშვილის გუნდმა ესტონეთს 13-ქულიანი სხვაობით 79:66 აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. გამარჯვებულთაგან ილია სულაძემ 13 ქულა და 7 მოხსნა მოაგროვა, ბახტაძის ანგარიშზე კი 16 ქულა და 13 მოხსნა დაგროვდა. საქართველოს ნაკრები ნახევარფინალურ მატჩს ხორვატიასთან გამართავს. შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 21:30 საათზე დაიწყება.
