დღეს ბორჯღალოსნები რუმინეთს დაუპირისპირდებიან
დღეს იმედზე დიდი რაგბია. საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის წინ სამ ტესტმატჩს ჩაატარებს და პირველი სპარინგი რუმინეთის წინააღმდეგ იქნება. მატჩის წინ ტრადიციულად კაპიტნის ვარჯიში გაიმართა, სადაც ლევან მაისაშვილის გუნდმა ოპტიმალური შემადგენლობით ივარჯიშა. საქართველო დღევანდელ მეტოქეს სულ 27-ჯერ შეხვდა, 9-ჯერ დამარცხდა, ერთხელ ფრე ითამაშა და 17-ჯერ მოიგო. საქართველოსა და რუმინეთის მატჩი 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს ტრადიციულად ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.
