რუსული ეროვნული ვალუტა უფასურდება
ნავთობის ექსპორტის ზრდის მიუხედავად, რუსეთის ეროვნული ვალუტა უფასურდება. ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება, უკვე მეორე დღეა, 100 რუბლს შეადგენს. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში დოლარის კურსი 60 რუბლს არ აღემატებოდა. ექსპერტები რუბლის მკვეთრ გაუფასურებას დასავლეთის სანქციებსა და ქვეყნიდან კაპიტალის გადინებას უკავშირებენ.
