ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული აგრესიის 535-ე დღეა. აღმოსავლეთისა და სამხრეთის ფრონტზე მძიმე ბრძოლები გრძელდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე ცხელ წერტილებად კვლავ კუპიანსკის, ბახმუტის, მარინკის, ლიმანისა და ავდეევკის მიმართულებები რჩება, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში 25-მდე შეტაკება მოხდა. პარალელურად, საოკუპაციო ძალები უკრაინის ქალაქებს ბომბავენ. საჰაერო და საარტილერიო დარტყმების ინტენსივობა გაზრდილია ზაპოროჟიის, დნიპროსა და ხარკოვის მიმართულებით.
