„თბილსერვის ჯგუფის“ მოწოდება
„თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას და კომპანიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, არ განათავსონ კანონდარღვევით სამშენებლო ნარჩენი. სამშენებლო ნარჩენების მხრივ დედაქალაქში არსებული პრობლემების შესახებ „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ მახათას მთის მიმდებარედ დასუფთავების აქციაზე ისაუბრა. „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა ინერტული ნარჩენები ჩუღურეთის რაიონში კიდევ 15-მდე ლოკაციიდან გაიტანეს. მსგავსი დასუფთავების სამუშაოები თბილისის ყველა რაიონში მიმდინარეობს.
