პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ - პრემიერმა შუა დერეფნის განვითარების დიდ პოტნციალზე და ამ მიზნით შესრულებულ თუ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა
ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილმა შუა დერეფნის განვითარების დიდ პოტნციალზე და ამ მიზნით შესრულებულ თუ დაგეგმილ სამუშაოებზე ისაუბრა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ახლო მომავალში ის ძალიან საინტერესო ალტერნატულ მარშუტად იქცევა. პრემიერმა ყურადღება გაამახვილა მაგისტრალების, ანაკლიის პორტისა და ახალი აეროპორტის მშენებლობაზე. მისი თქმით, საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი იქცეს ლოგისტიკურ ჰაბად. ჩინეთთან სავაჭრო პარტნიორობაზე საუბრისას პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ არსებობს პოტენციალი, რომ ჩინეთი საქართველოს რიგით პირველ სავაჭრო პარტნიორად იქცეს.
