პრემიერ-მინისტრის ინტერვიუ
„ჩემი ხედვა საქართველოსთან მიმართებით გულისხმობს მეტი კეთილდღეობის, მეტი განვითარებისა და წინსვლის, სწრაფი მოდერნიზაციისა და ტრანსფორმაციის უზრუნველყოფას ჩვენი ხალხისთვის“,- განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში და ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მშვიდობის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. მისივე თქმით, საქართველო შეიძლება იქცეს მშვიდობის, სტაბილურობისა და კეთილდღეობის მაგალითად მსოფლიოში.
